ჩვენ შესახებGEO | ENG | RUS
1996 წელს სახელმწიფო ფირმის საფუძველზე ჩამოყალიბდა სააქციო საზოგადოება ხიდმშენი, თუმცა მისი ისტორია იწყება გაცილებით ადრე 1939 წლიდან. ამ ხნის განმავლობაში მან ბევრი საფეხური განვლო. ხიდმშენს აშენებული აქვს 2 000 მეტი საინჟინრო კონსტრუქცია მისი 71 წლიანი ისტორიის მანძილზე. მის საკუთრებაშია უზარმაზარი საწარმოები, რომლებიც მდებარეობს გორში, ქუთაისში, სამტრედიასა და ფონიჭალაში. ასევე მას შესრულებული აქვს მრავალპროფილიანი საკომბინატე სამუშაოები, მექანიზაციები, ბეტონის სამუშაოები, ინერტული მასალების კარიერული სამუშაოები. ხიდმშენის მიერ აშენებულ კონსტრუქციებს შორის არის საყოველთაოდ ცნობილი ხიდები საქართველოსა და კავკასიის სხვა რეგიონებში. მაგალითად, ბარათაშვილის ხიდი თბილისში, რკინიგზა რუსთავში, წითელი ხიდი საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე, ხიდი სომხეთში სევანის ჰესის არხზე, სარკინიგზო ხიდები გაგრაში, საგზაო ხიდები რუსეთსა და ჩრდილოეთ კავკასიის ქვეყნებში, დაკიდული ხიდები თბილისში, ფოთსა და ბორჯომში. კომპანიას მონაწილეობა აქვს მიღებული მთელ რიგ უნიკალურ პროექტებში, როგორიც არის მაგალითად, წმ. ნინოს და წმ. გიორგის ძეგლების მონტაჟი, გამოფენის შენობის მთავარი შესასვლელი სავაცჰრო კომპლექსი ვარდების რევოლუციის მოედანზე და ა.შ. ,კომპანიის ინჟინრებს ასევე მონაწილეობა აქვთ მიღებული ხიდის მშენებლობაში მდ. იანგ-ძი-ზე, კომპანიის სავიზიტო ბარათია პროექტები, რომელიც წარმატებულად ფუნქციონირებს საქართველოში, სომხეთში, აზერბაიჯანში, რუსეთში სოჭის რეგიონში, ყაბარდო-ბალკანეთში, ყარაჩაი-ჩერქეზეთში და ა.შ. ამჟამად ხიდმშენი მუშაობს აგარა-ქარელის ხიდის მშემებლობაზე, თბილისში საგზაო ხიდის შემოვლით გზაზე, ხიდზე აჭარაში და თბილისის რკინიგზის შემოვლითი გზის პროექტზე, რომელიც უკვე წარდგენილია როგორც XXI საუკუნის პროექტი საქართველოში. ხიდმშენის სტრუქტურული ქვედივიზიები განლაგებულია მთელი საქართველოს მაშტაბით, რაც იძლევა ნებისმიერ დანიშნულების ადგილზე სწრაფი გადაადგილებისა და კოორდინირების საშუალებას. უნიკალურ პროექტებზე მომუშავე ოფისი აღჭურვილია თანამედროვე ტექნიკით და გაჩნია მაღალკვალიფიციური პერსონალი. ყველაფერი ეს მიუთითებს იმაზე, რომ შესრულდეს განსაკუთრებით რთული კალკულაციები უმოკლეს ვადებში, რაც თავის მხრივ სთავაზობს ფოლადის ახალ ხიდებს გამაგრებულს სხვადასხვა კომპლექსურობის მქონე ბეტონით, ასევე შესრულდეს საინჟინრო სამუშაოები ევროკადებზე და სახიდე კონსტრუქციებზე მაღალი დონის სტანდარტების შესაბამისად. ხიდმშენის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიღწევაა საერთაშორისო კომუნიკაციები. მას ურთიერთობა აქვს ხიდების მშენებლობაში ჩართულ ისეთ უზარმაზარ ორგანიზაციებთან, როგორიც არის ჩღჩჩ ჩჰინა ღაილწაყ ჩონსტრუცტიონ ჩომპანყ, Gროუპ Uსაბიაგა, M.ე.ს.ც Lტდ, ძიმო Lტდ ანდ ეტც. კომპანია ფლობს თანამედროვე ტექნოლოგიებსა და ტექნიკას, რაც გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ვაშენოთ საიმედოდ და სწრაფად. მაღალი კვალიფიკაციის სტანდარტები და სანდოობა კომპანიისა გახდა დამახასიათებელი ნიშანი ხიდმშენის სავაჭრო ნიშნისა. პრეზიდენტის მიერ ბოძებულ ჯილდოსთან ერთად, ხიდმშენის ძალიან ბევრი სპეციალისტ დაჯილდოვდა ორდენებით, მედლებითა და “საქართველოს საპატიო მშენებლის” საპატიო წოდებით ქვეყნის წინაშე დამსახურებისათვის. საინტერესო და ინტენსიური მუშაობა ჯერ კიდევ წინ არის, რადგანაც სახიდე მშენებლობა წლებია უკვე რაც უპირატესობით სარგებლობს, რაც თავის მხრივ ემსახურება საქართველოს ეკონომიკური განვითარების გეგმებს.